სერხი რობერტო და დე იონგი „სევილიას“ წინააღმდეგ არ ითამაშებენ
სერხი რობერტო და დე იონგი „სევილიას“ წინააღმდეგ არ ითამაშებენ

„ბარსელონას“ მცველი სერხი რობერტო და ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი „სევილიას“ წინააღმდეგ პრიმერა დივიზიონის 30-ე ტურის მატჩს გამოტოვებენ. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 18 ივნისს რობერტო და დე იონგი ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ. ამის მიზეზი ის არის, რომ რობერტოს ნეკნი აქვს გაბზარული, დე იონგს კი მარჯვენა ფეხი გადაეტვირთა.

მატჩი „სევილიასა“ და „ბარსელონას“ შორის 19 ივნისს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.