სერიალ „ნამდვილი დეტექტივის“ მესამე სეზონის ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა [ვიდეო]

HBO ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის, True Detective-ის (ნამდვილი დეტექტივი) მესამე სეზონის ოფიციალურ ტრეილერს აქვეყნებს. კრიმინალური შოუს მესამე სეზონი 2019 წლის 13 იანვარს გამოვა. ახალ სეზონში მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი მაჰერშალა ალი ასრულებს, რომელიც დეტექტივ უეინ ჰეისის როლშია.

სერიალში მონაწილეობს ლეგენდარული მსახიობის, მერილ სტრიპის შვილიც, მემი გამერი. მსახიობი სერიალში ახალგაზრდა დედის, ლუსი პარსლის როლს შეასრულებს, რომელიც დიდი ტრაგედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება.

ახალი სეზონი ოზარკის მთებში მომხდარ კრიმინალურ და მისტიკურ ისტორიას შეეხება. სიუჟეტი დროის სამ სხვადასხვა მონაკვეთში ვითარდება.