სერიალ „ჩერნობილის“ ყურების შემდეგ ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა
სერიალ „ჩერნობილის“ ყურების შემდეგ ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავი მოიკლა

ყაზახეთში, სერიალ „ჩერნობილის“ ყურებიდან რამდენიმე დღეში „ჩერნობილის“ ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას, თავი მოიკლა. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

61 წლის ნაგაშიბაი ჟუსუპოვი მეხუთე სართულიდან გადახტა. ქალიშვილის თქმით, თვითმკვლელობამდე მამა „ჩერნობილს“ ცრემლიანი უყურებდა.

ქალიშვილი ამბობს, რომ მამამისი 10 წელი ელოდებოდა ბინის მიღებას, თუმცა მოგვიანებით ის სიიდან ამოშალეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჟუსუპოვი საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა მეუღლესთან და ხუთ შვილთან ერთად. გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ ის იმედგაცრუებული იყო, რადგან მთავრობისგან შესაბამისი დახმარება ვერ მიიღო.

ჟუსუპოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სალიკვიდაციო სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. ის მეოთხე ბლოკში განთავსებულ რეაქტორზე მუშაობდა.

ოჯახის ინფორმაციით, ჟუსუპოვს მთელი ცხოვრება ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა.

დატოვე კომენტარი