სერია C-ს კლუბმა ბალოტელის კონტრაქტი შესთავაზა
სერია C-ს კლუბმა ბალოტელის კონტრაქტი შესთავაზა

„ბრეშას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი, შესაძლოა, სერია C-ს კლუბ „კომოში“ გადავიდეს სათამაშოდ.

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „კომოს“ ინდონეზიელი მფლობელები მზად არიან დააკმაყოფილონ ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები და უკვე შეხვდნენ კიდეც ბალოტელის აგენტს მინო რაიოლას. „კომოს“ სასარგებლოდ ის ლაპარაკობს, რომ ეს არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ამ მომენტისთვის დაინტერესებულია ფეხბურთელის შეძენით.

მიმდინარე სეზონში მარიო ბალოტელიმ 19 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და ხუთი გოლი გაიტანა. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, „ბრეშამ“ ფეხბურთელი განაცხადში არ შეიყვანა და ფორვარდთან ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტის გაუქმება სცადა.