სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ჩემპიონიდან არცერთი ფეხბურთელი არ არის #1TVSPORT
სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ჩემპიონიდან არცერთი ფეხბურთელი არ არის #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა სტატისტიკურმა პორტალმა Opta-მ. გუნდში არ არის მოქმედი ჩემპიონის, „ნაპოლის“ არცერთი ფეხბურთელი, ხოლო ყველაზე მეტი წარმომადგენელი (ოთხი) ჰყავს 19 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ლიდერს, „ინტერს“.

სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ:

მეკარე – მიკელე დი გრეგორიო (მონცა);

მცველები – ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ბრემერი (იუვენტუსი), დანილო (იუვენტუსი);

ნახევარმცველები – ჰაქან ჩალჰანოგლუ (ინტერი), არტური (ფიორენტინა), კრისტიან პულიშიჩი (მილანი), ალბერტ გუდმუნდსონი (ჯენოა), მატიას სოულე (ფროსინონე);

ფორვარდი – ლაუტარო მარტინესი (ინტერი).