სერია A-ს ლიდერმა ისევ ვერ მოიგო, „ატლეტიკო“ მესამე ადგილზე ჩამოვარდა - ჩემპიონთა ლიგა, მე-4 ტური, B ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მილანმა“ ისტორიაში პირველად ვერ მოიგო ჯგუფური ტურნირის პირეველ ოთხ ტურში.
* „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი მატჩია ვერ იგებს.
* სადიო მანემ (ლივერპული) ჩემპიონთა ლიგაზე 21-ე გოლი გაიტანა და გაუთანაბრდა ‘ლივერპულის“ ლეგენდას სტივენ ჯერარდს.
* „ატლეტიკომ“ პირველად გაუშვა ზედიზედ ორი მატჩის პირველ ტაიმში ორ-ორი გოლი.
* „ლივერპული“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 25 მატჩია არ მარცხდება – 18 მოგება და შვიდი ფრე.
* იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მე-200 გამარჯვება მოიპოვა. ამისთვის მას 334 მატჩი დასჭირდა. გერმანელი მეხუთე მწვრთნელია „ლივერპულის“ ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
B ჯგუფი
მილანი-პორტუ 1:1
გოლები: 0:1 დიასი (6), 1:1 მბემბა (61)
მილანი (4-2-3-1): ტატარუშანუ – კალაბრია (46. კალულუ), ტომორი, რომანიოლი, ტ. ერნანდესი – ტონალი (68. კესი), ბენასერი – სელემაკერსი, ბრაიმ დიასი (68. კრუნიჩი), რაფაელ ლეაო (85. მალდინი) – ჟირუ (76. იბრაჰიმოვიჩი).
პორტუ (4-2-2): დიოგო კოშტა – ჟოაო მარიო, პეპე, მბემბა, სანუსი – ოტავიო (86. ტონი მარტინესი), გრუიჩი, სერჟიო ოლივეირა (69. ვიტინია), ლ. დიასი (79. ბრუნო კოშტა) – ევანილსონი (79. ფრანსისკო კონსეისაო), ტარემი (85. პეპე).
ლივერპული-ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 დიოგო ჟოტა (13), 2:0 მანე (21)
ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი (90+4. ფილიპსი), ვან დაიკი, მატიპი, ციმიკასი – ოქსლეიდ-ჩემბერლენი (78. მინამინო), ფაბინიო (59. ტიაგო ალკანტარა), ჰენდერსონი – სალაჰი, დიოგო ჟოტა, მანე (46. რობერტო ფირმინო/78. ორიჯი).
ატლეტიკო (3-5-2): ობლაკი – ფელიპე, ხიმენესი, ერმოსო – ტრიპიერი, ა. კორეა (75. სერანო), დე პაული, კოკე (69. კუნია), კარასკო (69. ვრშალკო) – ლუის სუარესი (59. ერერა), ჟოაო ფელიქსი (59. რენან ლოდი).
გაძევება: ფელიპე (46. ატლეტიკო)
თ მ ფ წ ბ ქ
- ლივერპული 4 4 0 0 13:5 12
- პორტუ 4 1 2 1 3:6 5
- ატლეტიკო 4 1 1 2 4:6 4
- მილანი 4 0 1 3 4:7 1