იტალიის სერია A-ს კლუბებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა გამართეს.
როგორც იტყობინებიან, ყველა გუნდმა ერთხმად უყარა კენჭი ფეხბურთელების ხელფასების შემცირებას იმ პერიოდში, როცა შეჩერებული იქნება სერია A-ს გათამაშება.
აღნიშნავენ, რომ ხელფასები შემცირდება ერთი მესამედით ოთხი თვის განმავლობაში, თუ სეზონი არ განახლდება, და ერთი მეექვსედით ორი თვის განმავლობაში, თუ სეზონი უახლოეს თვეებში დასრულდება.