სერია A-ს კლუბებმა ერთხმად უყარეს კენჭი ხელფასების შემცირებას

19:06, 06.04.2020

იტალიის სერია A-ს კლუბებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში დაგეგმილი შეხვედრა გამართეს.

როგორც იტყობინებიან, ყველა გუნდმა ერთხმად უყარა კენჭი ფეხბურთელების ხელფასების შემცირებას იმ პერიოდში, როცა შეჩერებული იქნება სერია A-ს გათამაშება.

აღნიშნავენ, რომ ხელფასები შემცირდება ერთი მესამედით ოთხი თვის განმავლობაში, თუ სეზონი არ განახლდება, და ერთი მეექვსედით ორი თვის განმავლობაში, თუ სეზონი უახლოეს თვეებში დასრულდება.

მსგავსი