იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ყველა მატჩი ხუთწუთიანი დუმილით დაიწყება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების გამო, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა გამოცემა B/R Football-მა.
პარასკევს, 27-ე ტურში უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა და თამაშები სწორედ ამ აქციით დაიწყო. „მილანმა“ და „უდინეზემ“ 1:1 ითამაშეს, ხოლო „ჯენოასა“ და „ინტერის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა.