სერია A-ს 27-ე ტურის მატჩები ხუთწუთიანი დუმილით დაიწყება #1TVSPORT

09:06, 26.02.2022

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ყველა მატჩი ხუთწუთიანი დუმილით დაიწყება უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების გამო, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა გამოცემა B/R Football-მა.

პარასკევს, 27-ე ტურში უკვე ჩატარდა ორი შეხვედრა და თამაშები სწორედ ამ აქციით დაიწყო. „მილანმა“ და „უდინეზემ“ 1:1 ითამაშეს, ხოლო „ჯენოასა“ და „ინტერის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა.

https://twitter.com/brfootball/status/1497282167214280707?s=20&t=ZB4Ej0Aes7onu1WSorbGaQ

მსგავსი