წარსულში კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ფორვარდი, ამჟამად კი უნგრული „ფერენცვაროშის“ მთავარი მწვრთნელი სერჰი რებროვი „ფენერბაჰჩეს“ ჩაუდგება სათავეში. ამის შესახებ თურქული გამოცემა „ფოტოსპორი“ იუწყება.
წყაროს ინფორმაციით, უკრაინელი სპეციალისტი სტამბოლის კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს და მისი წლიური ხელფასი 1.2 მილიონი ევრო იქნება.
„ფენერბაჰჩემ“ მარტში მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ერსულ იანალი გაანთავისუფლა და მის შემცვლელად სწორედ რებროვს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ რებროვი 2002-04 წლებში „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელი იყო, სადაც იჯარის წესით „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან“ გადავიდა.