სერგო ჩიხლაძე - სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს, მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ
სერგო ჩიხლაძე - სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს, მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ

სავსებით რეალურია, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს მთავრობის ცალკეულ წარმომადგენელს. ეს, რომ რეალური არ იყოს, სანქციებზე ხმამაღლა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები არ საუბრობენ, ვიდრე ეს ძალიან რეალური არ ხდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.

„სამწუხაროდ, ეს რეალობაა და  „ქართული ოცნება“, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია, დაადგნენ ლუკაშენკოს და თურქმენეთიზაციის გზას. რა თქმა უნდა, შედეგებიც არ დააყოვნებს, მათ მოუწევთ ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობა საჯაროდ უნდა დაგმოს, 5-6 ივლისს მომხდარი ფაქტები კი გამოძიებულ უნდა იქნას და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდნენ.

მისივე თქმით, აქვთ სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი აგებინონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში და ერთ-ერთი ასეთი იარაღია სანქციები, რაზეც წინასწარ არ სუბრობენ.