სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციური პარტიების ფორმატში, რომლისთვისაც ხუთ პუნქტზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, „გირჩი“ არც მოიაზრებოდა
სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციური პარტიების ფორმატში, რომლისთვისაც ხუთ პუნქტზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, „გირჩი“ არც მოიაზრებოდა

ოპოზიციური პარტიების ფორმატში, რომლისთვისაც ხუთ პუნქტზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, „გირჩი“ არც მოიაზრებოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ამით ჩიხლაძემ კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებაზე, რომ პარლამენტში „კულუარული საქმიანობის დასაწყებად და ადამიანების გასაცნობად მიდიან“.

გირჩმა“ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, ის არასდროს ყოფილა იმ პარტიებს შორის, რომლისთვისაც ხუთ პუნქტიანი შეთანხმება მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამიტომ მოლოდინი, რომ ის რაიმე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ გვქონდა. ოპოზიციური პარტიების ფორმატში, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობს და რომლისთვისაც ეს ხუთი კომპონენტი მნიშვნელოვანია, „გირჩი“ არ ყოფილა და არც მოიაზრებოდა. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს პოზიციაზე გავლენას ვერ მოახდენს. დანარჩენი, როგორ იქნებიან, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ჩიხლაძემ.