სერგო ჩიხლაძე  - მოლაპარაკება თუ შეთანხმებით დასრულდება, ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ
სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკება თუ შეთანხმებით დასრულდება, ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ

„სტრატეგის აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციური პარტიები იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ ექვს პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

მისივე თქმით, შეთანხმების გარეშე კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე საუბარი არ არის.

„კომისიაში, ნებისმიერ სხვა ფორმატში „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ, თუ მოლაპარაკება დასრულდება შეთანხმებით იმ ექვს პუნქტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანდასწრებით ორივე მხარემ დაადასტურა. მოლაპარაკების და შეთანხმების გარეშე არანაირ კომისიაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.