სერგო ჩიხლაძე - კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება
სერგო ჩიხლაძე - კრისტიან დანიელსონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება

ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და დიდი იმედი გვაქვს, რომ პოზიტიური შედეგით დასრულდება ეს მოლაპარაკება, რის იმედსაც გვაძლევს ევროკავშირის სიმტკიცე ამ საკითხში და ის მონდომება, რითაც მიუდგა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ეს სიმტკიცე, დაინტერესება, ჩართულობა გვაძლევს ამის იმედს – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ წერილს „სტრატეგია აღმაშენებელი“ იზიარებს, თუმცა მისი გასაჯაროების დროს არ იზიარებს.

„რამე დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა თვითონ ვიზიტი რომ მეორედ ათი დღის შუალედში შედგა და ორივე მხარე გამოვთქვამთ მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის, იძლევა იმედს. ოპოზიციის მხრიდან, გუშინდელ წერილში ახალი არაფერი თქმულა, ჩვენი მხრიდან რაც არის გაჟღერებული წინადადებები იგივეა. კიდევ ერთხელ ხაზგასმულია, რომ წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში ოპოზიცია გააგრძელებს პარლამენტში მოღვაწეობას, იმ საკითხების უკვე პრაქტიკაში გადასატანად. ერთადერთი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოფიციალურად არ შევუერთდით ამ მომენტში ამ წერილს. იქედან გამომდინარე, რომ ტაქტიკურად მიგვაჩნია, დრო იყო არასწორად შერჩეული, მოლაპარაკების წინა დღეს. იდეურად ვეთანხმებით და ჩვენც ვართ ერთ-ერთი თანაავტორი, უბრალოდ ეს არ უნდა გასაჯაროებულიყო მოლაპარაკების წინ, რადგანაც შეზღუდვები და შემზღუდავი ხაზები არ ეგრძნო თვითონ მედიატორს. მედიატორმა შეიძლება თავისი ალტერნატიული წინადადებები დააყენოს, როდესაც ჩვენ უკვე წინსწრებით ვახვედრებთ რაღაც წინადადებებს, შეიძლება მისი ლავირების სივრცე მოლაპარაკებების დროს შეზღუდოს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.