სერგო ჩიხლაძე - ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში არის მოწოდება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა აღარასდროს უნდა იყოს
სერგო ჩიხლაძე - ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში არის მოწოდება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა აღარასდროს უნდა იყოს

სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებაში არის მოწოდება, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა აღარასდროს უნდა იყოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება და შეთანხმება.

„როგორც ხედავთ, სულ უფრო მკვეთრი და მკაფიო ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების გზავნილი ხელისუფლებისადმი. საგარეო კომიტეტის განცხადებაში პირდაპირ არის ნახსენები, რომ ნიკა მელიასადმი დაპატიმრება რომ გაუქმდეს, კარგია და ასევე მოწოდება არის, რომ მსგავსი სახის პოლიტიკური დევნა აღარასდროს უნდა იყოს საქართველოში.

ასევე, პირდაპირი მოწოდებააა ყველა მხარის მიმართ, რომ დასხედით, გააგრძელეთ მოლაპარაკება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, რომ მოვიდნენ და დავსხდეთ მაგიდასთა, გავაგრძელოთ მოლაპარაკება და შედგეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მოლაპარაკებას, შეთანხმებას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.