სერგო ჩიხლაძე - ახლა პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია, ამაზე ელჩებთან შეხვედრაზეც აღარ ყოფილა მოწოდება
სერგო ჩიხლაძე - ახლა პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია, ამაზე ელჩებთან შეხვედრაზეც აღარ ყოფილა მოწოდება

პარლამენტში შესვლაზე ახლა საუბარი ზედმეტია. ამაზე ელჩებთან შეხვედრაზეც აღარ ყოფილა არც მოწოდება და აღარც საუბარი. აქ ახლა მთავარია დეესკალაცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ჩიხლაძემ შეაფასა ევროკავშირის საგარეო სამსახურის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, პარლამენტში შესვლის ჩათვლით.

„არანაირ პარლამენტში შესვლაზე ლაპარაკი არ არის. პირველ რიგში, უნდა შედგეს მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები და შეთანხმება. ამის შემდეგ შესაძლებელია პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე საუბარი. პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი საერთოდ არ დგას ამ მომენტში“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.