სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში აპირებს ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან
სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში აპირებს ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში ჩართვას აპირებს, ეს მათი საქმეა – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ნაციონალური მოძრაობის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატების“, „პროგრესი და თავისუფლებას“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, გარდამტეხ ცვლილებებზე საუბარი, და არა სხვადასხვა ინდივიდთან გარიგებაში ყოფნა.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ჩანს, გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებებში და პოლიტიკურ თამაშებში აპირებს ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან. ეს მათი საქმეა. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ცვლილებები უნდა მოხდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და მერე რა უნდა გაკეთდეს. პოლიტიკური თამაშების ნაცვლად და ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გარიგებებში ვიყოთ სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის ინდივიდთან და ამით პოლიტიკური ქულები დავიწეროთ. ჩვენი ამოცანაა, ვისაუბროთ გარდამტეხ ცვლილებებზე“, – განაცხადა კაპანაძემ.