სერგი კაპანაძე - პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას დავრწმუნდით, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნია
სერგი კაპანაძე - პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას დავრწმუნდით, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნია. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პარლამენტში „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

„პრემიერის გუშინდელი გამოსვლა არაფერი სიახლის შემცველი არ იყო, პირიქით, ჩვენ დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ კრიზისიდან გამოყვანის გეგმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას არ გააჩნია. მათი გეგმა უკეთეს შემთვევაში არის სპორადული და რაღაც სექტორებზე ორიენტირებული ოღონდ არასაკამრისი და დაგვიანებული. ისინი მოქმედებენ პრინციპით, სჯობს გვიან, ვიდრე უფრი გვიან და ეს არის უკვე სერიოზული პრობლემა. უკვე სამი თვე გავიდა დაახლოებით კრიზისის დაწყებიდან და ჯერ არც ერთი თეთრი არ გაუღიათ არავისთვის. ბიუჯეტიც კი არ შემოუტანიათ და გუშინ გვეუბნებოდა იმას, რომ ამ დღეებში მოხდება თანხების განაწილებაო. რაც მთავარია, არ ჩანს გეგმა, როგორ უნდა გაჯანსაღდეს ეკონომიკა. ხედვა აქვთ, რომ გადასახადებმა არ უნდა დაიწიოს, საპენსიო გადასახადი ხალხს არ უნდა დაუბრუნდეს, არ უნდა მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება. ამ მიდგომით უკეთეს შემთვევაში იქნება ძალიან სერიოზული რეცესია, უარეს შემთვევაში შეიძლება, ისეთ კრიზისში შევიდეთ, საიდანაც ვერ გამოვალთ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი