სერგი კაპანაძე - ნორმალურ ქვეყანაში მელიას მოწოდებაზე გამოძიება დაიწყებოდა, იქნებოდა საჯარო განხილვები, ჩვენთან კი, საღამოს შემოვიდა ოთხგვერდიანი წერილი, არ არის არც ერთი მტკიცებულება
ნორმალურ ქვეყანაში მელიას მოწოდებაზე გამოძიება დაიწყებოდა, იქნებოდა მრავალთვიანი საჯარო განხილვები, ჩვენთან კი, საღამოს შემოვიდა ოთხგვერდიანი წერილი, არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, – წერს სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე.
„მელია რომ არ მოგწონს, არ ნიშნავს, რომ უსამართლობაზე ჩუმად იჯდე და თავი დაიმშვიდო, ეგ ხომ ცუდი ადამიანი, ან პოლიტიკოსია და ამიტომ იმსახურებსო. ხვალ შენც ეგრე მოგადგებიან. ნორმალურ ქვეყანაში მელიას მოწოდებაზე გამოძიება დაიწყებოდა. იქნებოდა მრავალთვიანი საჯარო, ტრანსპარენტული პროცესი, უამრავი სხდომით, განხილვით, მსჯელობით, მტკიცებულებების სკრუტინიზებით. საჭირო იქნებოდა უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება. ამ პროცესის ბოლოს იქნებოდა კულმინაცია – პარლამენტში დისკუსია იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. ამ თემას აუცილებლად წარმოადგენდა გენერალური პროკურორი. ეს პროცესი პარლამენტში გაგრძელდებოდა რამდენიმე კვირა, ან თვე. ჩვენთან რა ხდება: გუშინ საღამოს 7-ზე შემოვიდა 4- გვერდიანი წერილი, არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. დღეს მოუხსნიან იმუნიტეტს და დღესვე დაიჭერენ. აი, ეს არის დღევანდელი სამარცხვინო ხელისუფლების სახე“, – წერს „ფეისბუქში“.