სერგი კაპანაძე - მმართველმა გუნდმა ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ მოახერხა, რაც მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს
სერგი კაპანაძე - მმართველმა გუნდმა ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ მოახერხა, რაც მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ მოახერხა, რაც მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

კაპანაძის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი პრობლემებს რეალურად ვერ მოაგვარებს, რადგან ეს სიღარიბის ბიუჯეტია.

„ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი. არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ამ ბიუჯეტის ათვისება არ ხდება და ყოველი წლის ბოლოს 200-250 მლნ ლარი რჩება მაშინ, როცა ეს ფული შეიძლება ბევრი მიმართულებით ყოფილიყო გამოყენებული. ბიუჯეტის პროექტის მიღებაც ვერ მოახერხეს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორი ჩამოშლილია სისტემა და როგორი უპასუხისმგებლობა აქვს „ქართული ოცნების“ წევრებს. ეს არის ლეგიტიმურობას მოკლებული ხელისუფლების სახე”, – განაცხადა კაპანაძემ.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, დღის ბოლოს საკითხისთვის კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო კენჭისყრა ვერ გაიმართა.

დატოვე კომენტარი