სერგი კაპანაძე - იქნებ, ის ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ პოლიციელები თავს გრძნობენ დაჩმორებულად, ამას ჩვენ გვეუბნებიან
სერგი კაპანაძე - იქნებ, ის ახდენს პოლიციის დისკრედიტაციას, რომ პოლიციელები თავს გრძნობენ დაჩმორებულად, ამას ჩვენ გვეუბნებიან

პ​ოლიციელები თავს გრძნობენ დაჩმორებულად და ამას ჩვენ გვეუბნებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

„გამოდის, რომ პოლიციის დისკრედიტაცია ხდებაო და ვინ ახდენს ამ დისკრედიტაციას, თქვენი ფრაზა ხომ არ ახდენს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ან ის ფრაზა ხომ არ ახდენს, რომ პირად კონტროლზე აიყვანთ. იმიტომ, რომ რაზეც გამოძიება მიმდინარეობს შედეგი არ არის, არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. რაც პირად კონტროლზე გყავთ თქვენ და თქვენს წინამორბედებს, არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ან იქნებ ის ახდენს დისკრედიტაციას, უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ პოლიციელები თავს გრძნობენ დაჩმორებულად, ამბობენ და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათ არ აქვთ სურვილი, ბოლომდე ებრძოლონ კრიმინალს, რადგან არ აქვთ იმედი, რომ შემდეგ მხარს დაუჭერთ საქმე საქმეზე რომ მიდგება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი