სერგი კაპანაძე - ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებას დარჩა, ისევ 9 წელზე საუბარია
სერგი კაპანაძე - ერთადერთი გზა, რომელიც ხელისუფლებას დარჩა, ისევ 9 წელზე საუბარია

ხელისუფლება როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც მათ დარჩათ ისევ 9 წელზე საუბარია,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ „ქართულ ოცნებაში” დღეს გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

„საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველაფერს, რაც შემდეგ ჩვენს დასკვნაში იყო ასახული. მათი ამ ცუდი მდგომარეობის მესმის. ახლა უნდათ, ეს პროცესი გააპოლიტიკურონ, ისევ 9 წელზე ისაუბრონ და არაფერი არ თქვან იმაზე, თუ დღეს რა უნდა გააკეთონ, რომ მდგომარეობა გამოასწორონ. ამ მკვლელობის საქმე გახსნან და დასაჯონ ადამიანები, ვინც მკვლელებს და მკვლელობის საქმეში მონაწილეებს ხელი დააფარა. ამიტომ ალბათ ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მათ დარჩათ. ისევ 9 წელზე საუბარი და არაფრის გაკეთება”,-აცხადებს სერგი კაპანაძე.