სერგი კაპანაძე - ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინაიდან ქვეყანას მართავს ივანიშვილი
სერგი კაპანაძე - ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვინაიდან ქვეყანას მართავს ივანიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ ოპოზიცია ელოდება, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც შესაბამისად იმოქმედებს.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრებისა თუ მინისტრების შეცვლას რეალური შედეგი არ მოჰყვება, ვინაიდან მისი თქმით, ქვეყანას მაინც ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მართავს.

„ბოლო პერიოდმა აჩვენა, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, თუ სხვა ტიპის მინისტრი. ეს ქვეყანა ივანიშვილის მიერ იმართება და ის უბრალოდ დაახლოებულ პირებს ნიშნავს სხვადასხვა თანამდებობაზე, რაც ჯამში ქვეყანას წინ არ სწევს, ხალხისთვის სასიკეთოს მომტანი არ არის. მაგრამ თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც გახარია დანიშნა პრემიერ-მინისტრად, მით უმეტეს, იმის ფონზე, რაც 20 ივნისს მოხდა და რა დამოკიდებულებაც არის საზოგადოებაში გახარიას მიმართ, ეს კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება, რამდენად არაადეკვატური არის ივანიშვილი, რამდენად ჩამოშორებულია საზოგადოებრივ აზრს და არ ესმის, სად არის პრობლემები“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.