სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა
სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა

სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურების ბრძანება გასცა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სერგეი შოიგუმ დაჯგუფება „ვოსტოკის“ ინსპექტირებისას, რომელიც სხვადასხვა დავალებას ასრულებს უკრაინაში, განაცხადა, რომ პრიორიტეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განადგურებაა.

„არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა რა დაჯგუფების დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერება, დაავალა მეთაურს, პრიორიტეტი მიანიჭოს მაღალი სიზუსტის იარაღით მტრის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და არტილერიის განადგურებას, რომლითაც ხორციელდება დონბასის დასახლებების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა და ხორბლის ველების, ასევე მარცვლეულის შესანახი საწყობების მიზანმიმართული გადაწვა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.