სერგეი შოიგუ - სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არარსებობის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ის ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს
სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის არარსებობის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ის ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
„რაც შეეხება რუსულ სამხედრო ბაზას… ის ცოცხალია, მოქმედი და აქტიურია და რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, რომ ის იქ არ იყოს“, – განაცხადა შოიგუმ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში.
1995 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების თანახმად, სომხეთში, გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული. 2010 წელს შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა: მისი საწყისი 25-წლიანი ვადა 2044 წლამდე გაგრძელდა. შოიგუს თქმით, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა უფრო სომხეთში საარჩევნო კამპანიის ელემენტს ჰგავს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 26 მაისს ერევანში სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი.