სერგეი შოიგუ - რუსეთის არმიის საბრძოლო პოტენციალი 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა
სერგეი შოიგუ - რუსეთის არმიის საბრძოლო პოტენციალი 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა

რუსეთის არმიის საბრძოლო პოტენციალი 2012 წლის შემდეგ ორჯერ გაიზარდა – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

სერგეი შოიგუს თქმით, საბრძოლო პოტენციალის გაძლიერებით, რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან სტრატეგიული თანასწორობის შესაძლებლობა მიეცა.

„2020 წლისთვის, შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი გაორმაგდა, რაც მზარდი სამხედრო საფრთხეების ფონზე ნატო-სთან სტრატეგიული თანასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა”,- განაცხადა შოიგუმ სამთავრობო საათის ფარგლებში გამართულ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე.

დატოვე კომენტარი