სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს
სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე მომხდარი ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, მილსადენებზე მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია.

„ჩემი აზრით, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს ამ საერთაშორისო ტერორისტული აქტის ნამდვილი შემსრულებლების და ორგანიზატორების დასამალად. გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით რუსეთში გამოძიება მიმდინარეობს“, – თქვა სერგეი ნარიშკინმა.

პარალელურად, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა თქვა, რომ მილსადენების აფეთქებით სარგებლის მთავარი მიმღები არის აშშ.