სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის განბლოკვისკენ მოუწოდა
სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის განბლოკვისკენ მოუწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანს ლაჩინის დერეფნის განბლოკვისკენ მოუწოდა.

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლაჩინის დერეფანში მოძრაობის დაუყოვნებლივი აღდგენა 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი მაღალი დონის განცხადებაში მითითებული პარამეტრების შესაბამისად.

რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელების საუბრისას ხაზი გაესვა ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების მიღწევის მნიშვნელობას, რათა განახლდეს ყოვლისმომცველი მუშაობა აზერბაიჯანულ-სომხური ნორმალიზაციის საკვანძო საკითხებზე.