სერგეი ლავროვი - უკრაინის საკითხის „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე გატანა დესტრუქციულია
სერგეი ლავროვი - უკრაინის საკითხის „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე გატანა დესტრუქციულია

უკრაინის საკითხის „დიდი ოცეულის“ შეხვედრებზე გატანა დესტრუქციულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რიო დე ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრაზე „დიდმა ოცეულის“ ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განიხილონ „სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის შეტევა უკრაინაში, რომელიც კვლავ იწვევს გლობალურ შეშფოთებას ჰუმანიტარული კრიზისისა და კონფლიქტების გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების გამო“.

რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხი „დიდი ოცეულისთვის“ „არაძირითადია“.

„რუსეთის დელეგაცია აპირებს, პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება მიაპყროს „დიდი ოცეულის“ პოლიტიზების საკითხს, რომელიც შექმნილია სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე ფოკუსირებისთვის. დღის წესრიგში არაძირითადი საკითხების, მათ შორის, უკრაინის საკითხის ჩართვა დამღუპველია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.