სერგეი ლავროვი - სტალინზე თავდასხმები, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმის ტოლფასია
სერგეი ლავროვი - სტალინზე თავდასხმები, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმის ტოლფასია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მცდელობები სტალინი „მთავარ ბოროტმოქმედად“ წარმოაჩინონ, რუსეთის ისტორიაზე და მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმის ტოლფასია.

ეს განცხადება ლავროვმა ვეტერანებთან შეხვედრაზე გააკეთა.

„სტალინზე, როგორც მთავარ ბოროტმოქმედზე თავდასხმები, ყველაფრის გაერთიანება, რაც მან გააკეთა ომამამდელ და ომის შემდგომ პერიოდში, ეს ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმის ნაწილია”, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმა არა მხოლოდ ისტორიის გადაწერის მცდელობაა, არამედ რუსეთის დასუსტებას ისახავს მიზნად.

დატოვე კომენტარი