სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არ დაუშვებენ, დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს
სერგეი ლავროვი - რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არ დაუშვებენ, დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები არ დაუშვებენ, რომ დაძაბულობა ორ ქვეყნას შორის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ბოლოს და ბოლოს, ისინი ლიდერები არიან, რომლებიც თავიანთმა მოსახლეობამ აირჩია და პასუხისმგებლები არიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია გააფრთხილა, რომ სირიაში გარკვეული გეოგრაფიული „წითელი ხაზების“ გადაკვეთა საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს მტკიცებულებებს, რომ აშშ-ის მიერ გაშვებული რაკეტები სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.