სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, წარმოადგინოს კარტოგრაფიული მასალა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის
სერგეი ლავროვი - რუსეთი მზადაა, წარმოადგინოს კარტოგრაფიული მასალა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის

რუსეთი მზადაა, წარმოადგინოს კარტოგრაფიული მასალა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩატარდა პირველი შეხვედრა საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების შესახებ. შემდეგი შეხვედრა, როგორც უკვე ითქვა, მოსკოვშია დაგეგმილი. ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციებით დახმარება გავუწიოთ მხარეებს, მათ შორის წარვადგინოთ კარტოგრაფიული მასალაც“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა და რუსეთი მზადაა, შუამავლის როლი ითამაშოს.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის წევრების პირველი შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც ორი ქვეყნის ლიდერი ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს შუამავლობით შეხვდნენ ერთმანეთს.