სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ამერიკელი სამხედროები არ უნდა განლაგდნენ
სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ამერიკელი სამხედროები არ უნდა განლაგდნენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ამერიკელი სამხედროები არ უნდა განლაგდნენ.

„ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამერიკელი სამხედროების განთავსება, რომელთა დეკლარირებული ამოცანაა, მიზანში ამოიღონ და საჭიროებისამებრ დაბომბონ ავღანეთი, იქნებოდა საკუთარი თავის სამიზნედ გადაქცევა, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, მიიღოს მონაწილეობა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რა დროსაც ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელებენ.

„საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ინიციტივით, გაიმართოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სხდომა, სადაც ავღანეთის თემაზე გაიმართება მსჯელობა. თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ბლოკირებას მოვახდენთ, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთი კვლავ ერთგულია ამოცანის, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას გულისხმობს, რათა ავღანეთიდან რეგიონს საფრთხე არ შეექმნას.

დატოვე კომენტარი