სერგეი ლავროვი - დასავლეთის მიმართ ჩვენი შეთავაზებაა თანასწორუფლებიანობა, კონსენსუსი, დიალოგი და უსაფრთხოების განუყოფლობა, დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ კონსტრუქციაში კომფორტულად იქნება
სერგეი ლავროვი - დასავლეთის მიმართ ჩვენი შეთავაზებაა თანასწორუფლებიანობა, კონსენსუსი, დიალოგი და უსაფრთხოების განუყოფლობა, დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ კონსტრუქციაში კომფორტულად იქნება

გრძელდება ნატო-ს მოქმედებები ჩვენ საზღვრებთან ვითარების ესკალაციისთვის, ნატო უარს ამბობს განიხილოს ჩვენი წინადადება დაძაბულობის შემცირების და სახიფათო ინციდენტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებით, ჩვენ მათ შევთავაზეთ კონკრეტული ზომები ამ მიმართულებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს 28-ე მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრეკსონფერენციაზე განაცხადა.

„აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო პოტენციალი რუსეთის საზღვრების ახლოს აქტიურად ფართოვდება. ჩვენ გავაჟღერეთ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც ეხება გარანტიების შექმნას, რომ არ მოხდეს ვითარების შემდგომი გართულება, რუსეთისთვის ახალი საფრთხეების შექმნა. კონკრეტული ამოცანაა, არ მოხდეს ნატო-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, არ მოხდეს ახალი შეიარაღების განთავსება ჩვენ დასავლეთ საზღვრებთან. ჩვენ დაინტერესებული ვართ ისეთი შეთანხმებით, რომელიც გაითვალისწინებს ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენ არ გვსურს ცალმხრივი პრივილეგიები.

როდესაც გერმანია გაერთიანდა, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში სამხედრო ინფრასტრუქტურა არ განთავსდებოდა. ბევრი რამ, რასაც ჰქონდა პოლიტიკური ვალდებულების ფორმა, დასავლეთის მიერ იგნორირებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს შეთანხმება, რომელზეც ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის მიღწევასაც შევეცდებით, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამართლებრივი, იურიდიული სავალდებულო ხასიათი. უახლოეს მომავალში ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ წინადადებას დასავლელი კოლეგებისთვის“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე, ლავროვმა განაცხადა:

„ვიცი ეს მანტრა, რომელსაც ნატო-ელები იმეორებენ მუდმივად. ბოლოს თქვა სტოლტენბერგმა, რომ მხოლოდ ნატო, საქართველო და უკრაინა გადაწყვეტენ, გაწევრიანდებიან თუ არა ეს ქვეყნები ალიანსში. არავის არ აქვს ჩარევის უფლება. ეს ამ კონკრეტული ქვეყნების ჯგუფის დეკლარირებული პოზიციაა. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართალში არის რამდენიმე პოსტულატი, რომელიც ყველას მიერ არის აღიარებული, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული უფლება, აირჩიოს თავისი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის კანონიერი ფორმები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის უმაღლეს დონეზე დასავლელი პარტნიორების, უკრაინის, საქართველოს მიერ ხელმოწერილი ვალდებულება, რომ უსაფრთხოება განუყოფელია და რომ არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე. უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დასავლეთს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ამის კოდიფიცრება და გახდეს იურიდიულად სავალდებულო. ნატო-ელმა კოლეგებმა კატეგორიულად უარი თქვეს ამის განხილვაზე და გვითხრეს საინტერესო რამ, რომ იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მიეცეს მხოლოდ ნატო-ს წევრებს.

90-იანებში გაჩენილი მენტალიტეტი, რომ ან ჩვენთან ხართ, ან რუსეთთან, ახლა ჩანს ნატო-ს პოზიციებში უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპებთან დაკავშირებით. ეს ისევ არის ევროპის გაყოფის მცდელობა, რომ თავის რიგებში შეათრიონ სულ უფრო მეტი ქვეყანა. ნატო მათ ცოტა ხანში ვეღარც ჩაყლაპავს. იმის მაგივრად, რომ უსაფრთხოება გააძლიერონ, ალიანსი გახდა ნაკლებად მონოლითური, თავდაპირველი მიზნების თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს ტერიტორიულ თავდაცვას. აღმოსავლეთ ევროპის ახალმა წევრებმა არათუ გააძლიერეს ალიანსი, არამედ უფრო შეასუსტეს. არ უნდა ვიფიქროთ, სადმე გავწევრიანდები და სხვები არ მაინტერესებს. როდესაც საბჭოთა კავშირმა აიღო ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები, წავიდეთ კომპრომისზე, ეს იყო კომპრომისი. ახლა, როდესაც ნატო-ელები ხედავენ, რომ მათ უნდა კიდევ მეტი და უკვე საჭიროა რუსეთის სამხედრო გზით შეკავება, ეს სამართლიანი არ არის. ჩვენ შევთავაზეთ, რომ დავუბრუნდეთ იმ საფუძვლებს, რომელსაც ეფუძნება ეუთო, თანასწორუფლებიანობას, კონსენსუსს, დიალოგს და უსაფრთხოების განუყოფლობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ კონსტრუქციაში კომფორტულად იქნება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დატოვე კომენტარი