სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა დიდს ვერაფერს შეცვლის
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა დიდს ვერაფერს შეცვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა სავარაუდოდ დიდს ვერაფერს შეცვლის, რადგან ეს ქვეყნები ისედაც დიდი ხნის განმავლობაში მონაწილეობდნენ ალიანსის სამხედრო წვრთნებში.

„ნატო ამ ქვეყნების ტერიტორიას ითვალისწინებს, როდესაც აღმოსავლეთით სამხედრო წინ წაწევას გეგმავს. ამიტომ, მათი ნატო-ში გაწევრება ამ მხრივ დიდს ვერაფერს შეცვლის. მოდით, ვნახოთ, როგორ იქნება მათი ტერიტორია გამოყენებული პრაქტიკულად“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეგახსენეთ, რომ შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში შესვლის განზრახვის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ გამოაცხადეს.