სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა, სადაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიზნით პოტენციური დერეფნის შექმნის საკითხს განიხილავენ
სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა, სადაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიზნით პოტენციური დერეფნის შექმნის საკითხს განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 8 ივნისს თურქეთში ჩავა, სადაც უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მიზნით პოტენციური დერეფნის შექმნის საკითხს განიხილავენ. როგორც „როიტერი“ წერს, ლავროვის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა.

როგორც ცნობილი ხდება რუსეთის დელეგაციაში იქნებიან სამხედრო პირებიც.

მანამდე, თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, რა დროსაც პუტინმა უკრაინის პორტებიდან ხორბლის დაუბრკოლებლად გატანაში ფასილიტაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

როგორც თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება გაეროს-თან, რომლის მიზანიც შავი ზღვიდან დერეფნის შექმნაა, თუმცა მოსკოვს და კიევს მოუგვარებელი საკითხები რჩებათ.

რუსეთი ითხოვს, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია მოხსნან, რადგან ისინი ეხება იმ გემებს, რომლებმაც პოტენციურად უნდა მიიღონ მონაწილეობა უკრაინის პორტებიდან სურსათის გატანაში.

თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ ოდესის პორტის განაღმვას შესაძლოა ქალაქზე რუსეთის თავდასხმა მოჰყვეს.