სერგეი ლავროვი 2 აპრილს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

16:39, 26.03.2021

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 2 აპრილს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

სერგეი ლავროვის ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არა აივაზიანთან შეხვედრა დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის პარალელურად გაიმართება.

მსგავსი