სერგეი გაიდაი - სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი დანგრეულია, თუმცა ქალაქი ბლოკირებული არ არის
სერგეი გაიდაი - სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი დანგრეულია, თუმცა ქალაქი ბლოკირებული არ არის

სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი დანგრეულია, თუმცა ქალაქი ბლოკირებული არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

„საოლქო ცენტრში მიმავალი ყველა ხიდი, დანგრეულია, თუმცა სევეროდონეცკი ბლოკირებული არ არის. „რაშისტებს“ სრულად არ დაუკავებიათ სევეროდონეცკი, ქალაქის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა“, – აღნიშნა გაიდაიმ.

ამასთან, გაიდაის განცხადებით, ქალაქიდან ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა შეუძლებელია.

„ადგილობრივები, რომლებიც დარჩნენ ქალაქში, უკიდურესად მძიმე პირობებში არიან, – განაცხადა ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთის ძალების სევეროდონეცკიდან სწრაფად განდევნის შემთხვევაშიც კი, ზამთრამდე კომუნიკაციის აღდგენა შეუძლებელი იქნება.

გაიდაის ცნობითვე, საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ლისიჩანსკის ინტენსიურ დაბომბვას.