„სერენის“ ფანებმა მიქაუტაძის ბანერი გამოფინეს - ბელგიური გამოცემა გიორგის მაისურს ათამაშებს #1TVSPORT
ბელგიის თასზე „ანდერლეხტთან“ წაგებული (3:3, 3:4 პენალტების სერიაში) მატჩის შემდეგ „სერენის“ რამდენიმე გულშემატკივარმა გადმოფინა ბანერი, სადაც გიორგი მიქაუტაძეს ფორმას სთხოვნდნენ.
„გიორგი მიქაუტაძე ჩემი კერპია, გთხოვთ 9-ნომრიან მაისურს“, – ვკითხულობთ ბანერზე.
ბელგიური გამოცემა „სუდინფოს“ ცნობით, გუნდის ოფიციალურ გვერდზე დაიწყო 21 წლის ქართველი თავდამსხმელის მაისურის გათამაშება, რომელზეც მიქაუტაძის ავტოგრაფი იქნება.
„სცადეთ მოიგოთ „სერენის“ ოფიციალური გვერდიდან გიორგი მიქაუტაძის ხელმოწერილი ოფიციალური მაისური“, – წერია საიტზე, რომლზეც გამოკითხვა მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრების და „სერენის“ თავდამსხმელი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს. ბელგიის ჩემპიონატში გამართულ 13 შეხვედრაში უკვე 11 გოლი გაიტანა – 7 ბელგიის ჩემპიონატში, 4 – ბელგიის თასზე.