ორი რეალიზებული პენალტი და საგოლე პასი ბელგიურ გრანდთან - „ანდერლეხტმა“ „სერენი“ შეაჩერა, მიქაუტაძე - ვერა #1TVSPORT
ორი რეალიზებული პენალტი და საგოლე პასი ბელგიურ გრანდთან - „ანდერლეხტმა“ „სერენი“ შეაჩერა, მიქაუტაძე - ვერა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ამჯერად, საქართველოს ნაკრების თავდამსმხელმა ორი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება ბელგიურ გრანდთან მოახერხა.

ბელგიის თასის 1/8-ფინალში ქართველის გუნდმა, ლიეჟისსერენმა“ „ანდერლეხტს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო. ქართველის გუნდმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო, მე-18 წუთისთვის 2:0-ს იგებდა. ორივე გოლი პენალტით გაიტანეს, პირველი მე-10 წუთზე იუსუფ მასიზმა შეასრულა. მეორედ მე-18 წუთზე – მიქაუტაძემ.

ანდერლემტმა“ მოახერხა და მასპინძლების ეს უპირატესობა პირველივე ტაიმში გაქვითაკოტდივუარელმა კრისტიან კუამემ დუბლი (38 წთ, 41 წთ) შეასრულა, ხოლო მეორე ტაიმში სტუმრები ლიორ რაფაელოვმა (50) პენალტით დააწინაურა. „სერენმა“ მე-60 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – იუსიფ მასიზმა დუბლი გიორგი მიქაუტაძის გადაცემით შეასრულა.

ძირითადი დრო 3:3 დასრულდა. ანგარიში არც დამატებით ტაიმებში შეიცვალა და დაინიშნა პენალტების სერია. მიქაუტაძემ თეთმეტმეტრიანი პანენკას სტილში დაარტყა და დაიტანა. მაგრამ „ანდერლეხტმა“ სერია უკეთ შეასრულა და ბელგიის თასის მეოთხედფინალში გავიდა.