სერენა ვილიამსი საფრანგეთის ღია პირველობას ტრავმის გამო გამოეთიშა
სერენა ვილიამსი საფრანგეთის ღია პირველობას ტრავმის გამო გამოეთიშა

სერენა ვილიამსი „როლან გაროსი“-ს მეოთხე ტურში მარია შარაპოვას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ამერიკელმა ტრავმის გამო ტურნირზე მონაწილეობა შეწყვიტა.

23 გრანდ სლემის მფლობელი ჩოგბურთს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და ტურნირის პირველ შეხვედრებში ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

„პრობლემები მარჯვენა პექტორალურ კუნთზე მაქვს, რის გამოც მოწოდება მიჭირს“- თქვა 36 წლის სპორტსმენმა.

„არ ვიცი ვიასპარეზებ თუ არა უიმბლდონზე, ამას გამოკვლევების შემდეგ ვიტყვი.“

 

Get well soon, Serena Williams ❤️

Posted by BBC Sport on 2018 წლის 4 ივნისი, ორშაბათი