ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი, „დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი უშვებს იმის ალბათობას, რომ 2022 წელს უიმბლდონზე ითამაშებს.
ამის შესახებ 40 წლის უილიამსმა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშესთან აარონ როჯერსთან საუბრისას განაცხადა:
„ჩვენ ვილაპარაკეთ ჩემს დაბრუნებაზე და როჯერსი განმაწყობდა უიმბლდონზე გამოსასვლელად. მოუთმენლად ველოდები!“ როჯერსმა დაამატა: „ის ბრუნდება“.
2022 წლის სეზონში უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება. სერენა უილიამსს ეს ტურნირი შვიდჯერ აქვს მოგებული.