სერენა უილიამსმა კარიერაში ყველაზე სამარცხვინოდ წააგო
სერენა უილიამსმა კარიერაში ყველაზე სამარცხვინოდ წააგო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა თავის კარიერაში ყველაზე გამანადგურებელი მარცხი იწვნია – “დიდი სლემის” ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა სან ხოსეს ტურნირის პირველ წრეში 51 წუთში წააგო ბრიტანელ იოჰანა კონტასთან – 1:6, 0:6.

სერენამ 3 ეისი ჩააწოდა, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა და არც ერთი ბრეიკი არ ჰქონია. კონტამ შეხვედრა 6 ბრეიკით დაასრულა.

ESPN-ის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე გამანადგურებელი ანგარიშით წაგება სერენა უილიამსის კარიერაში, რომელიც 1995 წლიდან იწყება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, სერენამ უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია, სადაც გერმანელ ანჟელიკ კერბერთან წააგო.