სერენა უილიამსი „ოსკარებზე“ „ვარსკვლავი დაიბადას“ წარადგენს
სერენა უილიამსი „ოსკარებზე“ „ვარსკვლავი დაიბადას“ წარადგენს

„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონი, ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე, – წერს „ნიუ იორკ თაიმსი“ (NY Times). 37 წლის სერენა წარადგენს ფილმს „ვარსკვლავი დაიბადა“.

ფილმის რეჟისორია ბრედლი კუპერი. „ვარსკვლავი დაიბადა“ რვა ნომინაციაში წარდგენილი, მათ შორის, „საუკეთესო ფილმის“, „საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ (ბრედლი კუპერი) და „საუკეთესო მსახიობი ქალის“ (ლედი გაგა) ნომინაციებში.

„ოსკარების“ დაჯილდოვების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება.