სერბი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით კოსოვოში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა
სერბი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით კოსოვოში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა

სერბი პოლიტიკოსის, ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობის ბრალდებით კოსოვოში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის ორი პოლიციის ოფიცერია.

სპეცოპერაცია ქალაქ მიტროვიცაში ჩატარდა, სადაც უმრავლესობა ეთნიკური სერბები ცხოვრობენ.

პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. კოსოვოს პოლიცია კიდევ ერთ ადამიანს ეძებს.

პოლიციის მიერ ეთნიკური სერბების დაკავებამ პროტესტი გამოიწვია. ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა და გზები გადაკეტა.

ქალაქ მიტროვიცაში ოლივერ ივანოვიჩი მიმდინარე წლის იანვარში მოკლეს. კოსოვოში სერბების დაკავება სერბეთის ხელისუფლებამაც გააპროტესტა და სერბების დაშინების მცდელობა უწოდა.

კოსოვოს ჩრდილოეთით 50 ათასამდე სერბი ცხოვრობს. კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება 21 ნოემბერს გამწვავდა, როდესაც კოსოვომ სერბეთის პროდუქციაზე ტარიფები 10-დან 100 პროცენტამდე გაზარდა.

მანამდე კი სერბეთის ძალისხმევით კოსოვოს „ინტერპოლის“ წევრობაზე უარი უთხრეს.