სერბი მცველი „ვოზდოვაციდან“ - ბათუმის „დინამომ“ გაძლიერება დაიწყო #1TVSPORT
ახალი სეზონიდან ბათუმის „დინამოს“ ღირსებას 28 წლის სერბი მარცხენა მცველი სტეფან ჰაიდინი დაიცავს. ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანამშრომლობასა და ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
სტეფან ჰაიდინი
დაიბადა 1994 წლის 15 აპრილს
საკლუბო კარიერა
2011-12 „ზემუნი“ – 4 თამაში
2013 „ბასკი“ – 5 თამაში
2014 „დუნავ სტარ ბანოვჩი“ – 8 თამაში (1 გოლი)
2014-17 „რადნიჩკი ნოვა პაზარი“ – 72 (6)
2017 „სპარტაკი“ (სუბოტიცა) – 22 (2)
2018-20 „ცრვენა ზვეზდა“ – 7 (0)
2019-22 „ვოზდოვაცი“ 55 (5)
სტეფან ჰაიდინი სერბია, რომელიც დაიბადა ხორვატიის ქალაქ გლინაში, ადრეულ ასაკში საცხოვრებლად სერბეთში გადავიდა. ამპლუით მარცხენა მცველმა სადებიუტო მატჩი სერბეთის ჩემპიონატში „ზემუნის“ ფორმით ჩაატარა.
2016 წლის ზაფხულში მოყვარულთა გუნდ „ვოივოდინას ფეხბურთის ასოციაციაში“ უეფას რეგიონების თასზე ითამაშა. 2017 წლის ზაფხულში სუბოტიცას „სპარტაკთან“ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2018 წელს „ცრვენა ზვეზდას“ მოთამაშე გახდა, რომლის შემადგენლობაშიც ორჯერ (2018, 2019 წლებში) სერბეთის ჩემპიონობა იზეიმა. ჰაიდანი ბოლოს „ვოზდოვაცის“ ღირსებას იცავდა.
სწავლობდა ბელგრადის უნივერსიტეტის სპორტისა და ფიზიკური დისციპლინების ფაკულტეტზე. უყვარს წიგნების კითხვა, საყვარელი მწერლები არიან ორჰან ფამუქი და პაულო კოელიო.