სერბი ჟურნალისტი - ჯოკოვიჩი დააპატიმრეს და ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ #1TVSPORT
სერბი ჟურნალისტი - ჯოკოვიჩი დააპატიმრეს და ავსტრალიიდან დეპორტირებას უპირებენ #1TVSPORT

სერბმა ჟურნალისტმა ქსენია პავლოვიჩმა საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში დააპატიმრეს და ქვეყნიდან დეპორტირებას უპირებენ.

„ჯოკოვიჩის მამამ მაცნობა, რომ ავსტრალიის მთავრობამ დააპატიმრა ჩოგბურთელი და ახლა აპირებენ მის დეპორტირებას. ამ წუთებში ჯოკოვიჩის ადვოკატები ცდილობენ მოიფიქრონ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ ამ სიტუაციაში“, – დაწერა პავლოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მელბურნის სასამართლომ განიხილა ნოვაკ ჯოკოვიჩის აპელაცია მისი ავსტრალიური ვიზის გაუქმების თაობაზე. მოსამართლე ენტონი კელიმ დააკმაყოფილა სერბის აპელაცია და მოითხოვა ჩოგბურთელის განთავისუფლება სასამართლო სხდომის დასრულებიდან ნახევარი საათის განმავლობაში.

ესპანურ გაზეთ „მარკას“ მოჰყავს სასამართლოში ჯოკოვიჩის სიტყვები:

„მე პროფესიონალი ჩოგბურთელი ვარ. და ავსტრალიაში ჩამოვედი Australian Open-ზე სათამაშოდ.

კორონავირუსზე აცრილი არ ვარ. ორჯერ გადავიტანე ინფექცია. პირველად – 2020 წლის ივნისში, მეორედ კი დადებითი ტესტი 2021 წლის 16 დეკემბერს ჩავაბარე“, – განაცხადა ნოვაკმა.

სასამართლო სხდომის ბოლოს, ავსტრალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა გააფრთხილა მოსამართლე იმის თაობაზე, რომ იმიგრაციის სამინისტრო განიხილავს სერბი ჩოგბურთელის ვიზის გაუქმებას მინისტრის პირადი უფლებამოსილების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ჯოკოვიჩის დეპორტაცია მაინც მოხდება და მას სამი წლით აეკრძალება ავსტრალიაში შესვლა.