სერბი დეპუტატი: "ჯოკოვიჩს არ რცხვენია?! მხოლოდ იდიოტი თუ დაუჭერს მხარს ხორვატიას"
სერბი დეპუტატი: "ჯოკოვიჩს არ რცხვენია?! მხოლოდ იდიოტი თუ დაუჭერს მხარს ხორვატიას"

სერბმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა, მკაცრად გააკრიტიკა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან სერბეთის გავარდნის შემდეგ, ხორვატიას გულშემატკივრობს. დეპუტატის თქმით, სერბი არ შეიძლება იყოს ხორვატიის ნაკრების მხარეს.

“მხოლოდ იდიოტი თუ დაუჭერს მხარს ხორვატიის ნაკრებს. ნოვაკს არ რცხვენია?! – დაწერა თავის “ტვიტერზე” ჯუკანოვიჩმა. – ჯოკოვიჩი, რა თქმა უნდა, ეროვნული გმირია. მას ყველაფრისთვის მადლობას ვეუბნები. მაგრამ ხორვატიის გულშემატკივრობა? მე ეს მაცოფებს. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ხორვატიას და არა, მაგალითად, რუსეთს, გონებაშეზღუდულებად მიმაჩნია. საჭიროა მათი იზოლირება”.