სერბეთში შესაძლოა, კარანტინის რეჟიმი გაამკაცრონ. „ესოშიეიტიდ პრესის“ ინფორმაციით, ქვეყანაში აპრილის შემდეგ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სერბეთში „კოვიდ-19“-ის 15,200 შემთხვევა და 290 გარდაცვალება დაფიქსირდა. შემთხვევების 80 პროცენტი დედაქალაქ ბელგრადშია გამოვლენილი.